About the project

 

მოსწავლეების საშუალო ასაკი

15

მოსწავლეების  რაოდენობა

10

პროექტის ენა

ინგლისური

პროექქტში ჩართული ქვეყნები:

საქართველო, თურქეთი, სერბეთი


მოკლე აღწერა

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამ სასწავლო პროცესში არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. მსოფლიო ცვალებადია, მუდმივად ცვალებად სამყაროში უფრო მეტად ვხდებით ტექნოლოგიებზე დამოკიდებულები. პროექტის ძირითადი მიზანი იყო მასში ჩართული მოსწავლეების ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება, მათთვის ახალი ინსტრუმენტების გაცნობა და პასუხისმგებლობის ამაღლება ამ კუთხით. პროექტი ასევე ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მოსწავლეები ყოფილიყვნენ არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ შესძლებოდათ მათი მიზანმიმართული გამოყენება.


ბმულები პროექტის შედეგებზე

პროექტის განხორციელებისას შექმნილი რესურსების ბმულები განთავსებულია Twinspace სივრცეში. მათი ნახვა შესაძლებელია შემდეგი მომხმარებლის სახელით და პაროლით. მომხმარებლის სახელი: nss.2020.1 პაროლი: 20192020


პროექტის აღწერა

პედაგოგიური ნოვატორობა და შემოქმედებითობა

პროექტის ფრგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს და გამოიყენეს სხვადასხვა ახალი ისტრუმენტი. მათ მოუწიათ როგორც ინდივიდუალურად მუშაობა, ასევე ჯგუფური მუშაობა, საკუთარ და პარტნიორი სკოლის მოსწავლეებთან ერთად


სასწავლო პროგრამაში ინტეგრაცია

გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა დისციპლინით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებასაც. ისტ კომპეტენცია მოიცავს იმ ტექნიკურ და კოგნიტურ უნარებს, რომლებიც ინფორმაციაზე წვდომის, გამოყენების, შექმნის, დახვეწისა და გადაცემის შესაძლებლობას იძლევა ისტ-ის ინსტრუმენტების გამოყენებით. მოსწავლეები ამ კომპეტენციების დემონსტრირებას ახდენენ ტექნოლოგიების მიზანდასახული გამოყენებისას სხვადასხვა პრობლემის გადაჭრისას, ინფორმაციის გაანალიზებისას და გაცვლისას, იდეების ჩამოყალიბებისას და განვითარებისას, სხვადასხვა მოდელის შექმნისას და მოწყობილობების მართვისას.ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ის.ტექნ.დაწყ.1. მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს Ø ქსელურ გარემოში ავლენს პოზიტიურ სოციალურ უნარ-ჩვევებს; Ø მსჯელობს ისტ-ის გამოყენების როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას Ø აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას; Ø ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას. ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის Ø იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს.


პარტნიორ სკოლებს შორის თანამშრომლობა

თანამშრომლობა არის eTwinning პროექტების ძირითადი მახასიათებელი. როდესაც პარტნიორი სკოლები თანამშრომლობენ და ქმნიან ერთობლივ პროდუქტს, ეს ხელს უწყობს აქტოვობების განხორციელების მნიშვნელობას. პროექტის ფარგლებში განხორციედა სხვადასხვა თანამშრომლობითი აქტივობა: 1) მოსწავლეებმა ერთობლივად დახატეს ლოგო ონლაინ. 2) მოსწავლეებმა შექმნეს ანიმაციების სერია Animaker -ის გამოყენებით XYZ თაობა. 3) ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა ელექტრო ჟურნალი XYZ თაობაზე. 4) შეიქმნა თამაში კითხვარი XYZ თაობაზე. 5) შეიქმნა სივრცე ურთიერთთანამშრომლობისთვის. 6) გლობალური პანდემიის პერიოდში მოსწავლეებმა ერთმანეთს მიწერეს მესიჯები კოვიდ 19 -ზე. 7) ერთობლივად დაწერეს სიუჟეტი თრეილერისთვის და შექმნეს ელექტრო ჟურნალი. 8) ერთობლივად დაწერს ორი მოთხრობა. 9) ჩვენ შევქმენით ვებ-გვერდი ერთობლივად განხორციელებული აქტივობების განსათავსებლად

https://youtu.be/2PilHt92GiY
https://sway.office.com/Tpq0R8dlQ7Y8I5H9?ref=Link
https://view.genial.ly/5e3b20bb35ef4604900f5b1b
https://edu.cospaces.io/RVS-VSV
https://flipgrid.com/1b425c6c
https://twinspace.etwinning.net/97927/pages/page/876493
https://my.visme.co/view/kkxzw3x7-trailer-maker
https://www.storyjumper.com/book/read/83999685/CAN-TECHNOLOGY-SAVE-THE-WORLD-
https://www.storyjumper.com/book/read/83999835/CAN-TECHNOLOGY-SAVE-THE-WORLD-
http://exploretheworldoftech.weebly.com/


ტექნოლოგიის გამოყენება

ჩვენი ძირითად მიზანი იყო მოსწავლეებში ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელთა ჩამონათვალი შეგილიათ იხილოთ Twinspace ICT გვერდზე. პროექტში ჩართული ყველა მასწავლებლის მიერ ჩატარდა სემინარი, სადაც გხილული იყო სხვადასხვა საკითხები ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ. პროექტის დასაწყისში და ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. პროექტის ბოლოს მოხდა შედეგების შედარება, რამაც გამოაჩინა მოსწავლეთა პროგრესი. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ისწავლეს მრავალფეროვანი ინსტრუმენტი და აპლიკაცია

https://www.magisto.com/video/PlNHOV5aCjQsTx5pYw
https://www.tricider.com/admin/2RWpCaYMNBZ/EQ7jvaE4mMn


შედეგები, გავლენა და დოკუმენტაცია

უპირველეს ყოვლისა პროექტზე მუშაობამ ჩვენს მოსწავლეებს განუვითარა ურთიერთთანამშრომლობითი უნარები, მათ გაიუმჯობესეს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები ინგლისური ენის გამოყენებით. რამაც გაზარდა ინტერესი ინგლისური ენის უკეთ შესასწავლად. ასევე ისწავლეს ბევრი საინტერესო ინსტრუმენტი და აპლიკაცია რასაც გამოიყენებენ სასწავლო მიზნებისთვის. ამაღლდა მათი ცნობიერება კიბერუსაფრთხოების კუთხით. მე როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი კმაყოფილი ვარ პროექტის განხორციელებით, მისი აქტუალურიბიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ჩემი სკოლისთვის აღნიშნული პროექტი იქნება წარმატების საწინდარი და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი. პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფომაცია პერიოდულად თავსდებოდა ინტერნეტ სივრცეში, სკოლის ფეისბუქ გვერდზე, აქვე განთავსდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდის ბმული. ასევე ყველა მონაწილე სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერები გამოფენილი იყო სკოლის დერეფანში თვალსაჩინო ადგილას და მოსწავლების მიერ მოხდა სხვა მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება

https://www.facebook.com/1670000116570175/photos/a.1706007239636129/2760854920818017/?type=3&theater
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2607577749479069&id=1670000116570175&__xts__[0]=68.ARCPGczVVxNARAkXx0F9CCkBn3v_xPMGM_cvBSElvQvoHpBwLYntQUzJpOKctCN-2L9-yEr_9KabWsJGefi2rLQ_MsbaRkuOappsi36Ys1jXNiO1Lw5oSrghGL_UQF8M2zeTbVfGJNJC-CXgNK8tZNOu9i9Nr3nuhpl1rNjNewbY4K2vKHygu4cncbZWf5btRc-V37eTiLEXyhO33jKZF8mQ3NtMbtMAsPp479xOYExyDoEvGHwlxzlDoiGtpNV-XjdEpT3ODRyAqy46cQLXay0LorA9B1CNymoaXBqNfoTcMGNO45LVaPX4s2Xeub5H8ec0aNlpc4ybPavPOX90wbYNp3q9&__tn__=-R

ჩემი წვლილი

პროექტის ფარგლებში ბევრი აქტივობა განვახორციელეთ მოსწავლეებთან ერთად. პროექტი განხორციელდა ინგლისურ ენაზე, ამიტომ პროექტში მონაწილეობდა ინგლიური ენის მასწავლებელიც. ჩვენ როგორც მასწავლებლები მოსწავლეებს ვაწვდიდით ინფორმაციას ლექცია - სემინარის სახით, ასევე ვაწვდიდი ინფორმაციას სხვადასხვა ონლაიან ინსტრუმენტის და აპლიკაციის შესახებ, რომლეთა გამოყენებას ეფექტურად შეძლებდნენ სხვადასხვა აქტივობისას. ინგლისური ენის მასწავლებელი მოსწავლეებს უწევდა კონსულტაციას ენობრივი კუთხით. პროექტის მსვლელობისას მასწავლებლები ვიყავით ფასილიტატორების როლში, ხოლო მოსწავლეები აქტიური მონაწილეები. ხდებოდა აზრთა გაზიარება და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რამაც ხელი შეუწყო პროექტის წარმატებით დასრულებას მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მდგომარეობისა.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

  სსიპ ქალაქ გორის #8 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი eTwinning- ის ფარგლებში "გამოიკვლიე ტექნოლოგიების სამყარო". პროექტში აქტ...